თბილისში, ძიუდოში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღის მედალოსნები გამოვლინდნენ. ბრძოლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
73 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი ტერაშვილმა დამატებით დროში ვაზარით გიორგი ჩიხელიძეს აჯობა და საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლებს მიხეილ ბახბახაშვილი და ფრიდონ გიგანი დაეუფლნენ.
81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ ახალკაცი ლევან გუგავას დაუპირისპირდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლები კი გიორგი შერაზადიშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ მოიპოვეს
ხვალ, 21 ნოემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს, ძიუდოისტები სამ წონით კატეგორიაში - 90 , 100, + 100 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.
ძიუდო | გამოვლინდნენ 73 და 81 კგ. წონითი კატეგორიებიის საქართველოს ჩემპიონები
20 ნოე 202116:57
3 წუთის საკითხავი